საზოგადოება

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

ადვოკატთა ასოციაციას ბრიტანეთის ელჩი, მარკ კლეიტონი ეწვია. შეხვედრაზე ელჩს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ჭეხანმა ასოციაციის მუშაობის სპეციფიკა, მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნეს.

შეხვედაზე მხარეებმა ასევე მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებსა და ამ პროცესში ადვოკატთა ასოციაციის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრეს.

მარკ კლეიტონმა, თავის მხრივ, ასოციაციასთან სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close