მსოფლიო

,,დაწყებულია რუსეთის ჰიბრიდული ომი დასავლეთის წინააღმდეგ”

,,ამ ომს ვხედავთ უკრაინასთან და საქართველოსთან მიმართებაშიც"

ამაღამ პოლონეთი ლტოლვილთა ახალი ნაკადების შემოტევას ელოდება.
ფოტოზე ჩანს, როგორ ამარაგებს ლუკაშენკოს რეჟიმი მიგრანტებს მორებით, რითაც ისინი პოლონეთის საზღვრის გარღვევას შეეცდებიან.
რეჟიმმა დღეს დამატებით ასეულობით ახალი ლტოლვილი ჩაიყვანა საზღვართან (მათი საერთო რაოდენობა უკვე რამდენიმე ათასია).
მორების გარდა დაურიგეს ცრემლსადენი გაზები და ლაზერის სხივები, რასაც ღამით პოლონელების წინააღმდეგ გამოიყენებენ.
ბელარუსის მხარეს მობილიზებულია ლუკაშენკოს რეჟიმისა და რუსეთის შეიარაღებული ძალები. პროპაგანდის მიზნით ადგილზე მიყვანილია რუსული ტელევიზიების ჯგუფებიც.
რეალურად დაწყებულია რუსეთის ჰიბრიდული ომი არამხოლოდ პოლონეთის, არამედ ზოგადად დასავლეთის წინააღმდეგ (ეს არამხოლოდ პოლონეთის, არამედ ნატოს და ევროკავშირის საზღვარიცაა).
ამ ომს ვხედავთ უკრაინასთან და საქართველოსთან მიმართებაშიც.
მაგრამ მჯერა, რომ ღორები დამარცხდებიან!
ჩვენი სოლიდარობა პოლონეთს და პოლონელ ხალხს!
ზურა ბატიაშვილი, პროფესორი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close