სამართალი და კრიმინალი

რატომ გახდა საჭირო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანა?

მარიკა არევაძე, ადვოკატი:

_ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილებები და არ იფიქროთ, რომ ჯარიმების ოდენობა შემცირდა, არა, ორი შემთხვევისთვის განისაზღვრა ჯარიმა, კერძოდ:
1. 42 (10) მუხლი – იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 10 000 ლარით დაჯარიმებას;
2. 177 (15) მუხლი – საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა. ასეთ შემთხვევაში ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 3 000 ლარია, ხოლო იურიდიულისთვის 15 000 ლარი.

❗️❗️❗️ ანუ სანქცირება მოხდება ორ შემთხვევაში: ერთი – იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევა საგანგებო რეჟიმის დროს და მეორე – იგივე წესების დარღვევა, მაშინ როდესაც არ იქნება საგანგებო რეჟიმი.

➡️➡️➡️ ცვლილება შევიდა ასევე სისხლის სამართლის კოდექსში, კერძოდ:
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42 (10) მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის სახდელდადებული პირის მიერ განმეორებით დარღვევა ისჯება – შინაპატიმრობით 6თვიდან 2 წლამდე ვადით ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით;
2. საგანგებო ან საომარი რეჟიმის დარღვევა, ამისათვის უკვე სახდელდადებული პირის მიერ ისჯება 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

 ცვლილებები უკვე დამტკიცებულია, პრეზიდენტის ხელმოწერა და გამოქვეყნება აკლია. ძალაში შევა 2020 წლის 02 მაისიდან.

უფრო გარკვევით, აღნიშნული ცვლილებები ასე იშიფრება:

– ჯარიმები არ შემცირებულა;
– სანამ დეკრეტით საგანგებო რეჟიმში ვართ, ჯარიმები ისევ ფიზიკური პირისთვის 3000 და იურიდიულისთვის 15 000 ლარია. განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა, ფიზიკური პირისთვის პატიმრობა და იურიდიულისთვის უკიდურესი სასჯელი ლიკვიდაციაა;
– დეკრეტის მოქმედება რომ დასრულდება ანუ საგანგებო რეჟიმი გაუქმდება, მერე წესების დარღვევისთვის ისევ იქნება ჯარიმა და ეს იქნება ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 2000 ლარი და იურიდიულისთვის 10 000 ლარი.

Related Articles

Back to top button
Close