საზოგადოება

,,მღვდელმთავრებისა და მღვდელმსახურების უმრავლესობა რომ ერის ინტერესების სადარაჯოზე იდგეს, საქართველო ასეთ ჭაობში არ იქნებოდა”

,,მღვდელმთავრებმა ყელგამოღადრულებმა თხოვეს შევარდნაძეს, არ გადამდგარიყო, რომ მათ პრივილეგიებს საფრთხე არ დამუქრებოდა"

მეუფეები და მღვდელმსახურნი ერს უნდა ემსახურონ, თუ მათი საქმე მხოლოდ კელიებში გამოკეტვა,  ლოცვა ან კომფორტში ყოფნაა? 1991 წლის 22 დეკემბერს, როდესაც ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ დაიწყო პუტჩი და სახელმწიფო გადატრიალება, როცა ქართველი ხალხის ნების სისხლში ჩახშობა მიმდინარეობდა რუსეთის წაქეზებით და ხელმძღვანელობით, მეუფების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, რამდენიმეს გამოკლებით და სამღვდელოებამ, არაფერი მოიმოქმედა, რომ ქართველებს შეწყვიტათ ერთმანეთის კვლა. ზვიად გამსახურდიას მრავალათასიანი მიტინგები იხვრიტებოდა და ნადგურდებოდა საქართველო , კვლავ დუმდნენ მეუფები და მღვდელმსახურების 95 პროცენტზე მეტი და პროტესტიც არ ქონდათ ქვეყნის განადგურებაზე.

შევარდნაძემ გადადგომა განიზრახა და მღვდელმთავრებმა ყელგამოღადრულებმა თხოვეს, რომ არ გადამდგარიყო, რომ მათ პრივილეგიებს საფრთხე არ დამუქრებოდათ. რამოდენიმე ათასმა ადამიანმა დაუჩოქა შევარდნაძეს, რაც კერპთაყვანისმცემლობის დადასტურება იყო და მღვდელმთავრებმა ესეც მოიწონეს.

ემსახურეთ ერს და არა ხელისუფლებებს. მღვდელმთავრების და მღვდელმსახურების უმრავლესობა, რომ ერის ინტერესების სადარაჯოზე იდგეს, საქართველო ასეთ ჭაობში არ იქნებოდა.

მამუკა ნოზაძე, ადვოკატი, უფლებადამცველი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close