საზოგადოება

,,ჩვენ ისეთი ქვეყანა გვინდა, სადაც ადამიანები პატიოსანი შრომით გამოიმუშავებენ ფულს”

,,რამდენ გაჭირვებულს ეყოფა ბატონო კახი თქვენი ხელფასი? რამდენი პატარა დაპურდება ამით? ან როგორ გამოარჩევთ ვინაა ,,ძალიან გაჭირვებული“, როცა გაეროს ბავშვთა ფონის მონაცემებით საქართველოში 1 მლნ ადამიანი ღარიბია და 440 ათასი_ უკიდურესად ღარიბი; წელიწადში არასრულფასოვანი კვების გამო ყოველწლიურად 300 ბავშვი იღუპება და 77 ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს?!

ეს მხოლოდ ჩვენთვის კარგად ნაცნობი პოპულიზმია და მეტი არაფერი! ჩვენ წესიერი, სამართლებრივი, არაკორუმპირებული, არაოლიგარქიული სახელმწიფო გვინდა და არა რომელიმე ოლიგარქ-ჩინოსნის წყალობა! ისეთი ქვეყანა გვინდა, სადაც ადამიანები თავისი პატიოსანი შრომით გამოიმუშავებენ ფულს, სადაც ბავშვები შიმშილით არ დაიღუპებიან, სადაც პენსიონერებს ღირსეული პენსია ექნებათ, სადაც ქვეყნის მესამე სოციალური დახმარების მოლოდინში არ იქნება და არა რომელიმე მილიონერი, თუ მილიარდელის ნაწყალობევი ხელფასის, თუ პრემიის. ივსებენ ჯიბეებს და მერე პოპულიზმის ჟინით ანთებულები, მშიერ ადამიანებს გროშებს უგდებთ. მაგ არაფრისმომცემ, შიშველ პოპულიზმს სჯობია, დანაპირების ნაწილი მაინც შეასრულოთ, რომ ხალხი ყოველდღიურად უფრო და უფრო არ ღარიბდებოდეს! არ გვჭირდება ეს პოპულიზმი. არა პოპულიზმს!“ _ წერს ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი ნინო მეტრეველი კახი კალაძის იმ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც მისი ხელფასი გაჭირვებულების დასახმარებელად მიემართება.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close