მსოფლიო

იტალიაში, საავტომობილო ხიდის ჩამონგრევის შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა

გაზეთი Il Fatto Quotidiano ადგილობრივ საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელ, ფრანჩესკო ბერმანოზე დაყრდნობით წერს, რომ იტალიაში, საავტომობილო ხიდის ჩამონგრევის შედეგად ბევრი ადამიანი დაიღუპა, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ზოგიერთ მათგანს კი მედიცინო მომსახურებას ექიმები ადგილზევე უწევენ.
იტალიის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრმა დენილო ტონინელმა თავის Twitter- ზე დაწერა, რომ ის თავის მოადგილესთან ერთად კატასტროფის ადგილზე იმყოფება.

ცნობილია, რომ ბეტონის ხიდი 1967 წლის სექტემბერში გაიხსნა. ცერემონიალს იტალიის პრეზიდენტი ჯუზეპე სარაგატი ესწრებოდა. ხიდის ჩამოგრევის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

წყარო: ipress.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close