საზოგადოება

,,ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ „თვალთხარია, ველური დეპუტატების“ ლუსტრაცია!”

ლაშა ჩხარტიშვილი, ეკოექსპერტი, ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი:

_ უნდა დავასრულოთ ხელისუფლებათა მიერ მოქალაქეთათვის თვალების თხრის ველური ტრადიცია !

დღეს „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა, პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პარლამენტს მის მიერ მომზადებული ე.წ. „ანტი-თვალთხარიას“ კანონპროექტი, 150 ეგზემპლარად წარუდგინა ! ლაშა ჩხატიშვილმა განაცხადა, რომ მის „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მის მიერ მომზადებული კანონის პროექტის თანახმად სრულად იკრძალება სამართალდამცავთა მხრიდან აქციების დაშლისას ნებისმიერი სახით რეზინისა და პლასტმასის ტყვიების გამოყენება ! ეს აუცილებელია, რადგან აღარ განმეორდეს 20 ივნისის, 26 მაისის, 6 მაისისა და 7 ნოემბრის ტრაგედიები, აღარ დასახიჩრდნენ ადამიანები, არ დაკარგონ მათ თვალები და სიცოცხლეც კი ! მისივე თქმით, „ჩვენ 10 დღის ვადაში წერილობით პასუხს მოვითხოვთ ინდივიდუალურად თითოეული დეპუტატისაგან !

„ ჩვენ 2 მიზანი გვაქვს, დავიცვათ შეკრებებისა და მანიფესტაციების მონაწილეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ასევე მოვახდინოთ „თვალთხარია, ველური დეპუტატების“ ლუსტრაცია, რაც სწორედ ჩვენი კანონპროექტზე მათი გამოხმარების შესაბამისად განხორციელდება და გამოქვეყნებულ იქნება შესაბამისი სამარცხვინო სიაც !

Related Articles

Back to top button
Close