საზოგადოება

დავით ზურაბიშვილს 2007 წელს ნანახი პოლიტიკური სიზმარი აუხდა

,,მესიზმრა: გიგა ბოკერია და თამარა ჩერგოლეიშვილი მიშას აგინებდნენ, თაკო ჩარკვიანი ნაცზე უფრო ნაცი იყო, ვასიკო მაღლაფერიძეს ისევ ნიშნავდნენ თანამდებობაზე და ისევ ხსნიდნენ, გუბაზ სანიკიძე მიშისტობდა, სალომე პრეზიდენტი იყო..."

2007 წელი იყო, 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ სპეცრაზმს გამოვექეცით რამდენიმე ადამიანი და ირაკლი მელაშვილის სახლში შევაფარეთ თავი. ემოციურად ძალიან გადაღლილი ვიყავი და ცოტა ჩამთვლიმა,
ჰოდა, ვხედავ: ნაცები ოპოზიციაში არიან, მაგრამ ირაკლი ოქრუაშვილი კვლავ პოლიტპატიმარია, ნინო ბურჯანაძე პრორუსულს აწვება, გიგა ბოკერია და თამარა ჩერგოლეიშვილი მიშას აგინებენ, თაკო ჩარკვიანი ნაცზე უფრო ნაცია, ვასიკო მაღლაფერიძეს ისევ ნიშნავენ თანამდებობაზე და ისევ ხსნიან, მემარცხენე ტროცკისტები მილიარდერის მომხრები გამხდარან, ვანო მერაბიშვილი მიტინგის დარბევას აპროტესტებს, გუბაზ სანიკიძე მიშისტობს, ეკლესია სულ სკანდალებშია გახვეული, მაგრამ რეიტინგი მაინც ყველაზე მაღალი აქვს, მიშა ყოველ წელს გვითვლის საზღვარგარეთიდან ჩამოვალო და არ ჩამოდის, ხოლო გვარს არ დავასახელებ და სალომე კი პრეზიდენტია და ეს ყველაფერი იგივე პროკურორების და იგივე მოსამართლეების ფონზე.
ისეთი სახით გამომეღვიძა, ყველამ შეშფოთებით მკითხა, რა ნახე ამისთანაო და არაფერი, იმხელა აბსურდი მესიზმრებოდა, ეტყობა სტრესის ნიადაგზე ცოტა გავრეკე მეთქი.
ეჰ…
დავით ზურაბიშვილი, პოლიტიკოსი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close