მსოფლიო

მეხიკოში მომხდარ მიწისძვრას 20 ბავშვი ემსხვერპლა

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას 220-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 20 ბავშვია. სკოლის შენობების ნანგრევებში 30-ზე მეტი მოზარდი მოყვა.

ქალაქის გარკვეულ ნაწილში საცხოვრებელი შენობები და ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებულია. მაშველები ნანგრევებში მოყოლილი მოქალაქეების გადარჩენას რამდენიმე საათია უწყვეტ რეჟიმში ცდილობენ. თითქმის 4 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველ საათში ერთხელ იზრდება. სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 7,1-ბალს შეადგენს. მიწისძვრის ეპიცენტრი მეხიკოდან 120 კილომეტრის დაშორებით მდებარე სოფელი ატენსინგოა. ბიძგები სხვა ქალაქებშიც იგრძნობოდა.

საქართველოს საელჩო მექსიკაში აცხადებს, რომ დაზარალებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. მექსიკის სხვა რეგიონში ძლიერი მიწისძვრა სამი კვირის წინაც დაფიქსირდა, რასაც 90-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close