საზოგადოება

რა ძალა ჰქონდა თამარ დედოფლის ლოცვას

,,მარჯვნივ რომ ნახევრადჩაძირული გოდოლი ჩანს, ადრე ეგ ცაში გამოკიდებული იყო"

ამ ფოტოს ავტორმა, ბუბა კუდავამ შეაყვარა ჩემს შვილს ისტორია. პირველ კურსზე, კავკასიის უნივერსიტეტში!
ეს  ფოტო, თავისი “სათაურით” – “უსუსურობა.
კავკასიძეების ციხე დღეს. მარჯვნივ რომ ნახევრადჩაძირული გოდოლი ჩანს, ადრე ეგ ცაში გამოკიდებული იყო” და ფოტოზე გოჩა ჭელიძის კომენტარითურთ, ბუბა კუდავას ფბკედლიდან წამოვიღე.
“ერთხელაც ასეთი მდგომარეობა შექმნილა და თამარ მეფე დიდძალი ჯარით მიშველებია ტაოელ ერისთავებს კავკასიძეებს. ჯარი ზღვის პირა კლარჯეთიდან, ლაზეთიდან მოუშველებია თამარ დედოფალს.
ჯარს ადვილად გადაულახავს სასისიის მთის მთაგრეხილი. მაგრამ ამიერტაოში რომ გადასულან, ქვაბაგის ხევში მთის ფერდობებზე სიარული ძალიან გასჭირვებიათ.
ციცაბო ფერდობები ქვავნარი ყოფილა და ქვები ცვივოდა თურმე ჯარის სიარულის დროს. თამარი წინამძღოლობდა თურმე ჯარს. სოფელ პარისხევისკენ რომ მიდიოდნენ, დაღმართში ჩამოსვლისას ქვები აგორებულა. უცებ მთელი კლდე დაშლილა და აგორებულა მოზრდილი ბეთლისოდენა ორი დიდი ქვა – “თამარ დედოფალმა შეშინდა, ჯარი უნდა გემიჯღუროსო და ღმერთ შეეხუეწა, ლოცვა დეიწყო; – ღმერთო, დიდო გამჩენელო ჩვენო, შეგვიბრალე, ეს ქუები მაინც დააყენე, ესენი მშვიდობიანად გამაბრუნებიე, დიდო გამჩენელო, შენ გეხვეწებიო. ღმერთმა უსმინა თამარ დედოფალსა, ქუები ადგილზე დადგა, ორი ბეღლინერთი ქვა კონჭოხის თავიდამ მოწყვეტილი, ადგილზე დაყენდა, აღარ გამოგორდა. დღესაც იქა დგას; არავინ იცის რა აკავებთ იმატა. დგას ასე ცარიელა, წინ არაფერი უდგია, რამე არ აკავებს ამ ქვებსა ღმერთის მეტი. დაინახავ ამ ქუებსა კონჭოხის ქუეიდამ კიბესავით დაკიდულ გვერდში და მიხვდები, რა ძალა ჰქონდა თამარ დედოფლის ლოცვასა.
/შუშანა ფუტკარაძე, როინ მალაყმაძე. ჩვენებურების ლეგენდებში გაცოცხლებული თამარი. მთქმელი მუსტაფა ბერიძე – იენდიდუნია, სოფელი ქუაბაგი, 1989 საინტერესო გაზეთი, ბათუმი. № 10/” _ წერს ფბ საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი, დარეჯან მეფარიშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close