საზოგადოება

ვის გადასცეს სიგელები ადვოკატთა ასოციაციის საანგარიშო, საერთო კრებაზე

,,განვითარების 4 წელი"

2021 წლის 14 ნოემბერს, ადვოკატთა ასოციაციამ საანაგრიშო საერთო კრება ჩაატარა. ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ, ეთიკის კომისიამ და სარევიზიო კომისიამ წევრებს საქმიანობის 4 წლიანი ანგარიში წარუდგინეს.
✔✔ ასევე, საერთო კრებაზე ადვოკატებმა განიხილეს და დაამტკიცეს სპეციალური რეზოლუცია „ადვოკატსა და კლიენტს შორის კომუნიკაციისა და პროფესიული საიდუმლოების ხელშეუხებლობის გარანტიების თაობაზე“.
✔✔ ამასთან, წევრებმა განიხილეს და დაამტკიცეს ადვოკატთა ასოციაციის წესდებაში შესატანი ცვლილებები.
?? კრების ფარგლებში სტაჟირების ხელმძღვანელ (მენტორ) ადვოკატთა დაჯილდოების ცერემოანიაც გაიმართა. 250 მენტორ ადვოკატს ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა მადლობის სიგელები გადასცა.
?? ადვოკატთა ასოციაცია საერთო კრებას წელიწადში ერთხელ მართავს, სადაც ადვოკატები მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ერთობლივ გადაწყვეტილებას იღებენ და გაწეული საქმიანობის შედეგებს აჯამებენ.
დარიგდა ბუკლეტი – ,,განცითარების 4 წელი”, რომელშიც, 4 წლის განმავლობაში, ასოციაციის წარმატებულ ნაბიჯებზეა საუბარი.
.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close