საზოგადოება

გიორგი თევზაძე: ,,ჩემი ცოლის დაქალები”-ს სიუჟეტები ცინიკური და შეურაცხმყოფელია

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე განცხადებას ავრცელებს რუსთავი 2–ის ერთ–ერთ სატელევიზიო პროექტთან დაკავშირებით. ,,საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია და ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს ტელეკომპანია რუსთავის 2–ის სატელევიზიო სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“. ამ სერიალის ცალკეული სიუჟეტები შეიცავს არაჯანსაღ და ცინიკურ დამოკიდებულებას არამეგრული საზოგადოების წარმომადგენლებისადმი. ამასთანავე, მეგრულ დიალექტურ ენაზე გახმოვანებული სიუჟეტი ქართული ტიტრებით, ქმნის ქართული საზოგადოებისადმი დისტანცირების სურათს. სერიალში შეურაცხმყოფელია ცალკეული სიუჟეტები და მასში გამოყენებული ტერმინები.

რა თქმა უნდა, პატივს ვცემ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას და აზრის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა არსებობს მიჯნები და ღირებულებები, რომლის დაცვა აუცილებელია საერთო სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.

თუ აღნიშნული ტერესერიალის გადაღება გაგრძელდება, იმედს გამოვთქვამ, ფილმის სცენარისტები გაითვალისწინებენ აღნიშნულ მოსაზრებას“ _ აცხადებს უფლებადამცველი გიორგი თევზაძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close