საზოგადოება

,,დამნაშავე არის უკანონო დავალების გამცემი, შემსრულებელი და არა სახელმწიფო”

ირაკლი ღლონტი, პოლიტიკოსი:

_ “ნათელი გახდა, რომ ეს იყო მკვლელობა, რომელიც სახელმწიფომ ჩაიდინა თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ” – აბსოლუტურად მიუღებელია ეს პოზიცია ! ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ – მის წინააღმდეგ !

მე ვწუხვარ და გულწრფელად ვუთანაგრძნობ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს 19 წლის კაცის სიკვდილით გამოწვეულ მწუხარებას, მაგრამ ასე ხელაღებით ვერ მოგაკვლევინებთ საქართველოს !

კეთილი ინებეთ და განცხადებების გაკეთების წინ, მეტი სიფრთხილით და პატივისცემით ახსენეთ სახელმწიფო, თუ საქმე გვაქვს მიზანმიმართულ ლიკვიდაციასთან ლეტალური ძალის გამოყენებით, მაშინ, დამნაშავე არის უკანონო დავალების გამცემი და შემსრულებელი და არა სახელმწიფო, რადგან, სახელმწიფო ვართ ჩვენ, ხალხი, რომელიც ისტორიის მანძილზე ტრადიციულად, სიყვარულით და პატივისცემით ვურთიერთობთ ჩვენს ქისტ თანამოქალაქეებთან, გვტკივა მათი სტაკივარი და გვიხარია სიხარული. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ისტორიულ მეციხოვნეებს, მაგრამ სახელმწიფო არის უმთავრესი და არავის და არასდროს არ მოგცემთ უფლებას ხელყოთ მისი ინტერესები ! თუ არსებობს დამნაშავე, მან უმკაცრესად უნდა აგოს პასუხი, ეს სახელმწიფოს ღირსების საქმეა. ახლა კი ყველას გვაქვს ვალდებულება ვიყოთ მაჩალიკაშვილების ოჯახის გვერდით, გავიზიაროთ მათი ტკივილი და შეძლებისდაგვარად ვუთანაგრძნოთ. 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close