საზოგადოება

,,ენდიაი”-ს რეიტინგით, შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს 12 %-ით უსწრებს

,,ენდიაი“-ს გამოკითხვებით ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილი რეიტინგის პირველ სამეულშია და 12 პროცენტით უსწრებს ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. სამაგიეროდ, ივანიშვილის უარყოფითი რეიტინგი ნათელაშვილზე 24 პროცენტით მეტია. NDI -ის კვლევით, ბიძინა ივანიშვილს დადებითად გამოკითხულთა 17 პროცენტი აფასებს, შალვა ნათელაშვილს _ 29 , ბიძინა ივანიშვილის მიმართ უარყოფით გამწყობას გამოკითხულთა 49-ს აფიქსირებს, ხოლო ნათელაშვილის მიმართ იგივე განწყობა მხოლოდ 25 პროცენტია. ,,უდიდეს მადლობას მოვახსენებს ჩემს ხალხს ნდობისთვის, მაგრამ დღეს უნდა აიწიოს საქართველოს რეიტინგმა, დღეს უნდა ჩამოჰკრას გადარჩენის ზარებმა, ჩვენ უნდა წავიდეთ გამარჯვების გზაზე და ამ გზაზე ჩვენ ყველას, ჩვენი რეიტინგები გვექნება“_ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

 

Related Articles

Back to top button
Close