სამართალი და კრიმინალი

,,იუსტიციის ,,ძვირფასმა” მინისტრმა მთავრობის მიერ შეჩერებული სააღსრულებო მოქმედებები აღადგინა”

მარიკა არევაძე, ადვოკატი:

_ 23 მარტის მთავრობის N181 დადგენილებით შეჩერებული სააღსრულებო მოქმედებები, რომელიც ლოგიკურად, მინიმუმ საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე ანუ 21 აპრილამდე უნდა გაგრძელებულიყო, იუსტიციის „ძვირფასმა“ მინისტრმა, მისი ბრძანებით აღადგინა 

⛔️ მეტიც, აღსრულებას უკვე შეუძლია სააღსრულებო დოკუმენტების ასლების (ასლები გახადა საკმარისი) საფუძველზე დაიწყოს აღსრულება, დააყადაღოს საბანკო ანგარიშები, ქონება, ამოიღოს ფული, ჩაატაროს აუქციონი.

➡️ ისევ შეჩერებულია ე.წ. გამოსახლებები.

ესე იგი, გამოდის, რომ ადამიანები ყოველგვარი შემოსავლების გარეშე, სახლში გამოკეტილები ფიქრობენ რა ჭამონ, რომ გადარჩნენ და ახლა იუსტიციის მინისტრმა მათ სხვა სასიცოცხლო საფიქრალიც გაუჩინა.

აი, ასე, რა არის ახლა ეს, თუ არა სიბოროტე ????

Related Articles

Back to top button
Close