განათლება

გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება, რომელიც ყველა აბიტურიენტმა უნდა წაიკითხოს

ვაკანტურ ადგილებზე მეორადი ჩარიცხვები არ განხორციელდება, ამის შესახებ განმარტებას აკეთებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

„ელექტრონულ განაცხადში მითითებული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა შეზღუდული აღარ არის. ამ ცვლილებამ დღის წესრიგიდან მოხსნა მეორადი ჩარიცხვების საჭიროება. შესაბამისად, თუ მეორად ჩარიცხვებში მონაწილეობას შესაძლებლად მიიჩნევდით, უმჯობესი იქნება, თავიდანვე მიუთითოთ ყველა პროგრამა, რომელზეც თქვენ მიერ არჩეული გამოცდები ბარდება. გაითვალისწინეთ, რომ 11 აგვისტოს 18:00 საათამდე გაქვთ შესაძლებლობა, აირჩიოთ, დაამატოთ, შეცვალოთ ფაკულტეტი“, – განუმარტავს გამოცდების ცენტრი 2017 წლის აბიტურიენტებს.

ბუნებრივია, დავინტერესდით, როგორია განათლების სამინისტროს, მინისტრის პოზიცია აბიტურიენტებისთვის ამ მნიშვნელოვან საკითხზე, მაგრამ, მიუხედავად ჩვენი მრავალჯერადი მცდელობისა, ალექსანდრე ჯეჯელავას უწყებას აბიტურიენტებისთვის პასუხი არ აქვს ან არ სურს აღნიშნულზე განმარტების გაკეთება.

წყარო: edu.aris.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close