სიღნაღის ამბები

დახარჯული 684 000 ლარი და მოასფალტებული გზა, რომელიც მოსახლეობას საფრთხეს უქმნის

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში, კოვიდ -19-ის პანდემიისა და კარანტინის პერიოდში, ორი საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყეს. კარგია, როცა აშენებ, ხალხის ცხოვრების პირობებს  აუმჯობესებ, მაგრამ  ცხადია, იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც აკეთებ ამას, ხარისხიანად თუ უხარისხოდ, მართლაც ხალხის საკეთილდღეოდ თუ მასში, სავარაუდოდ, შენი ინტერესებიც დევს.

მოკლედ,  გზა თითქმის  მოაპირკეთეს, ასფალტობეტონი და ბეტონი დააგეს, მაგრამ სანიაღვრეები დაავიწყდათ. მინდა ვივარაუდო, რომ დაავიწყდათ და შეგნებულად არ გაუკეთებიათ ასე. როგორც შევიტყეთ, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში მიმდინარე  სარეაბილიტაციო სამუშაოებს სიღნაღის მერი გიორგი გოგილაშვილი ინფრასტრუქტურის სამსახურის წამომადგენელთან ერთად ადგილზე გაეცნო, თუმცა მას თვალში არ მოხვედრია სანიაღვრეების გარეშე მოპირკეთებული გზა და მიუხედავად ასეთი სერიოზული ხავეზისა, მერმა თავმომწონე ფოტოები გადაიღო და მუნიციპალიტეტის საიტზე ატვირთა.

პროექტი, რომლის ღირებულებაც 684 000 ლარია, შიდა საუბნო – ე.წ. „ ნადაანთ“ და „გარაჟების“ გზებზე ორფენოვანი ასფალტობეტონის, ბეტონის და სანიაღვრეების მოწყობას ითვალისწინებს. განახლებული გზით 1 500 ბენეფიციარი ისარგებლებს“- ვკითხულობთ სიღნაღის მინიციპალიტეტის ვებგვერდზე.  სიღნაღის მერის წარმომადგენელი ვაქირში, თამაზ ხელაშვილისგან კი შევიტყეთ, რომ ნადაანთ უბანში დაახლოებით 1 კმ -იანი გზის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა. ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ ,,ჯი ემ სი „-მ  და სამუშაოებს ამ დრომდე ის ატარებსო. სოფლის თავკაცს ვკითხეთ, არის თუ არა პროექტში ნადაანთ უბნის გზაზე სანიაღვრეების გაკეთება და თუ არ არის, ასეთი პროექტი რატომ მოიწონა მერიამ? მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის საიტზე გარკვევით წერია, გზები სანიაღვრეებით იგებაო, ხელაშვილმა გვითხრა, რომ ნადაანთ უბნის გზის პროექტში არ იყო ჩადებული სანიაღვრეების აშენება, მაგრამ ახლა ჩვენ ვგეგმავთ, ზემოდან წამოსული უხვი ნალექი როგორ გავანაწილოთ, მოსახლეობას სახლ-კარი რომ არ დაუზიანოსო.

ანუ ჯერ აკეთებენ უხარისხოდ და მერე იწყენებ ფიქრს, როგორც მოიქცნენ, მათმა შემოქმედებამ ფატალური შედეგი რომ არ მოიტანოს.

.

.

რატომ კეთდება საქმე უხარისხოდ? რატომ ცდილობენ იმ საკითხების მოგვარებას მაინცდანმაინ ახლა, როცა  არჩევნები კარზეა მომდგარი, მოსახლეობა მის მოგვარებას კი წლებია უშედეგოდ ითხოვს? ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლება ცდილობს, ამ ფორმით მოისყიდოს ამომრჩეველი. ასევე, მსგავსი სამუშაოები მავანთათვის სოლიდური ფულის გათეთრების ერთ-ერთი ფორმაა, რადგან რაც უფრო სწრაფად დაზიანდება

ნელი ვარდიაშვილი

Related Articles

Back to top button
Close