პოლიტიკა

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახნის ცერემონიალზე ალიევმა კვირიკაშვილიც მიიწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს აზერბაიჯანში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს მთავრობის მეთაური ღონისძიებაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მიიწვია.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close