პოლიტიკა

,,ჩვენ ვცხოვრობთ სივრცეში, სადაც მკვლელებს და ნარკობარიგებს ათავისუფლებენ” _ ლეიბორისტების აქცია სასამართლოსთან

დღეს, 23 სექტემბერს, ლეიბორისტულმა პარტიამ საქალაქო სასამართლოსთან აქცია გამართა – ,,სოლიდარობა პოლიტპატიმრებს! აქციას ესწრებოდა და სუტყვით გამოვიდა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი. აქციის მთავარი მესიჯები:

,,მოვითხოვთ, დაუყონებლივ გათავისუფლდნენ 20 ივნისს, საოკუპაციო აქციისას დაკავებულები!” “ეს ბიჭები არიან პატრიოტები, მამულიშვილები, რომლებმაც ხმა აიმაღლეს ოკუპაციის, უსამართლობის, უზნეობის, კორუფციის წინააღმდეგ, მშვიდობიანად”;  ,,ჩვენ ვცხოვრობთ სივრცეში, სადაც მკვლელებს და ნარკობარიგებს ათავისუფლებენ, აწინაურებენ, ხოლო მამულიშვილებს და პატრიოტებს იჭერენ და სჯიან” ,,ჩვენ საქმე გვაქვს არა სასამართლოსთან, არამედ ბიძინა ივანიშვილის სახელობის ,,ქართული ოცნების” საინკვიზიციო ჯფუფთან”

Related Articles

Back to top button
Close