პოლიტიკა

ირმა ინაშვილი: ბორჯომში, ,,ქართული ოცნება” ცდილობდა საკრებულოს სხდომის ჩაშლას

,,გუშინ ბორჯომის საკრებულოს უფლებამოსილება ცნო საკრებულოს ოცდარვავე დეპუტატმა. შესაბამისად, საკრებულოს ჰქონდა უფლებაც და ლეგიტიმაციაც აერჩია თავმჯდომარე და სხვა ხელმძღვანელი პირები. “ქართული ოცნება” გუშინ, მთელი დღის მანძილზე აწარმოებდა ე.წ. საპროცედურო მანევრს ოპოზიციის წინააღმდეგ და ცდილობდა სხდომის ჩაშლას ან გადადებას. სხდომა გაგრძელდა. საკრებულოს თხუთმეტმა დეპუტატმა ანუ უმრავლესობამ იმოქმედა კანონის შესაბამისად. ახლა ბორჯომის საკრებულოს აპარატი ვალდებულია, ვებგვერდზე ატვირთოს გუშინდელი სხდომის ოქმი და შესაბამისი დოკუმენტაცია, რათა ბორჯომის საკრებულოს მიეცეს უფლებამოსილების განხორციელების საშუალება. სამუშაო ოთახებში განთავსება. მომდევნო სხდომების მოწვევა და ა.შ.” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პარლამენტის ვიცე სპიკერი ირმა ინაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close