საზოგადოება

,,ბავშვები ისეთებს ყვებიან მამაზე, გაგიჟდებით…”_ ,,ქართული ოცნების” დეპუტატს ძალადობაში ადანაშაულებენ

,,ნიუ ლაიფის” დამფუძნებელი, მარიამ კუკუნაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საშინელი ოჯახური ძალადობის ფაქტს ასაჯაროვებს: 

“ხმას არ ვიღებ წლებია დედის ხათრით, გამზრდელი ბიცოლის ხათრით, ბებიის ხათრით, მაგრამ ამაზე გაჩუმება უკვე დანაშაულია! პრინციპში აქამდეც დანაშაული იყო. მინდა ყველა იცნობდეთ ჩემს ბიძაშვილს, Mixeil Gremelashvili -ს.

მან 19 წლის შვილები, გოგოები ისე სცემა, რომ დაალურჯა წყლის დაგვიანებით მიწვდის გამო გოგოები და ეს, ცოლშვილის ცემა, ძალადობა და იარაღით დევნა და სროლა მისი მხრიდან წლებია უკვე გრძელდება.

უფროს გოგოს, სუიციდის მცდელობა ჰქონდა, რომლის წინ წერილი დაწერა არ დაამმარხოთ, თეთრ ზეწარში გამახვიეთ და ისე გადამაგდეთ, ისეთ ჯოჯოხეთში ვცხოვრობ მეტს არც ვიმსახურებო.

ფსიქოლოგებთან ტარების შემდეგ ძლივს გამოვიდა ბავშვი დეპრესიიდან. ბავშვები ამჟამად, ამ წუთებში პოლიციაში იმყოფებიან დაკითხვაზე და ისეთებს ყვებიან მამაზე, გაგიჟდებით…

კახეთის ოცნების საკრებულოს წევრი მოძალადე, ლაჩარი მიხეილ გრემელაშვილი დასაჭერია, ან ვინ მისცა ასეთ ზნედაცემულ კაცს იარაღი? ჩამოართვით მამობის უფლება, გააშუქეთ ჟურნალისტებმაც სანამ შემოაკვდება ეს ულამაზესი ცოლშვილი და ანგელოზივით ბავშვები… მე წავიყვან ბავშვებს!!!

ფურთხის ღირსადაც არ მიმაჩნიხარ მიხეილ გრემელაშვილო… სესიაშვილის პროტეჟევ, სესიაშვილსაც უნდა მივწერო საკრებულოში შენნაირებს როგორ აჩერებენ”

Related Articles

Back to top button
Close