პოლიტიკა

ივანიშვილის რეჟიმი ამზადებს ჩვენს საარჩევნო ოკუპაციას” _ ლეიბორისტების აქცია -ბრიფინგი ,,გახსენი”

ლეიბორისტებმა თბილისის აეროპორტში აქცია-ბრიფინგი ,,გახსენი” გამართეს და საზღვრების გახსნა მოითხოვეს ყველა იმ ქვეყანასთან, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლს ექვენდებარება.

შალვა ნათელაშვილი:

_ საქართველოს მთავრობა ერთადერთია დედამიწაზე, რომელმაც პანდემიის დროს დახმარება არ გასცა საკუთარ ხალხზე. დღეს მან ახალი სასწაულით გაგვაოცა. მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში შემოსული ჩვენი მოქალაქე კვლავ უნდა იყოს 14 დღიან კარანტინში, ხოლო უცხოელი,  თავისუფლად შემოვიდეს. ასეთი დისკრიმინაციულ-სეგრეგაციული წესი, სამხრეთ აფრიკის აპარდეიდულ რეჟიმსაც არ დაუდგენია საკუთარი მოქალაქეებისთვის. ეს არის ყოვლეგვარი ზღვარგადასული ქმედება. გამოდის, რომ მარტო ჩვენს მოქალაქეს შეუძლია შემოიტანოს ვირუსი, ხოლო ევროკავშირის იმ ხუთი ქვეყნის მოქალაქე, სადაც ვირუსმა ათასობით მოქალქე გაჟლიტა, ჰიგიენურად სუფთა და უსაფრთხო ფორმატით შემოდიან. მოვუწოდებ მთავრობას, სასწრაფოდ გააუქმეთ ეს დანაშაულებრივი ნორმები, მიეცით საშულება ხალხს, რომელი ქვეყნებიც გახსნილია, იმ ქვეყნებში იმოძრაონ თავისუფლად, თბილისის, ბათუმის და ქუთაისის აეროპორტებიდან და გახსენით სახმელეთო საზღვარი თურქეთთან, რათა ცოტა ამოისუნთქოს ხალხმა და ბიზნესმა. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ივანიშვილის რეჟიმი ამზადებს ჩვენს საარჩევნო ოკუპაციას, იმასაც ვერ ხვდებიან, რომ მათი დრო წასულია, მიუღებლები არიან არა მხოლოდ საკუთარი ხალხისთვის, მსოფლიოსთვისაც და სწორედ ამ მზადების ფორმატშია ის წესები, რომელსაც ადგენენ.

Related Articles

Back to top button
Close