საზოგადოება

ადეიშვილს სცემეს? – ,,არცერთ საცემს ცემა არ ასცდება, დამალვის შანსი ნულოვანია!”

,,ადეიშვილს ოთხი დაუდგენელი პირი დაესხა თავს, სცემეს და გაუჩინარდნენ..."

ადამიანზე ძალადობა არასდროსაა მისასალმებელი, მაგრამ არის სიტუაციები და პიროვნებები,
რომლებზეც აუცილებლად იძალადებენ!
ამას მათი საჯარო სფეროში საქმიანობა ხდის გარდაუვალს.
მთელი ის შემადგენლობა, რომელიც სახელმწიფოს
მართავდა 2003 წლის ე.წ. “რევოლუციის” შემდეგ,
არასდროს იქნება დაცული ძალადობისგან, –
არსად და არასდროს!
ადამიანის მეხსირება ძნელად ივიწყებს არაადამიანურ დამცირებასა და ძალადობას.
ზურაბ ადეიშვილი სცემესო!
ეს ის ადეიშვილია, 4,5 წელი ერთ დარბაზში რომ
ვსაქმიანობდით და ყველა სიტუაციაში მინახავს!
არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, მისი “საქმიანობით” მასზე ოდესმე კარგი აზრი გასჩენოდეს:
ერთი საშინლად კომპლექსიანი, აბსოლუტურად არასანდო და ავადმყოფურად შენიღბული ტიპი იყო!
აღაზევა “ვარსკვლავთბიჭუნამ” და მოიტეხა კისერი, თუმცა, ეს მთლად ადეიშვილის ბრალი არ ყოფილა:
კისრისტეხვაში საკუთარი წვლილიც უზარმაზარი ჰქონდა.
არც დამიმალავს მისთვის და აღვუწერე ერთ-ერთი პირადი საუბრისას: აღვუწერე რა ელოდა და რომ დაიღუპებოდა.
ადეიშვილი, “დიდი სახელმწიფო მოღვაწეობის” შემდეგ
ვიღაცეებში აღფრთოვანებას იწვევდა და იმიტომაც აქვს დედა ნატირები ამ ქვეყანას და ყველა იმ ქვეყანას, სადაც მისი “რჩევები” სჭირდებათ!
45,4 მლნ-იანი ერი, იდეოლოგიით გამოთაყვანებული და
გამყიდველი პოლიტკური ელიტის მქონე ერი, 30 წლის განმავლობაში ანადგურებს ევროპის უდიდეს სახელმწიფოს და ადეიშვილზე შორს ვერ მიდის!
ვერც ვერასდროს წავა!
ასეთია ქმედებათა ლოგიკა!
არცერთ საცემს ცემა არ ასცდება, –
დამალვის შანსი ნულოვანია!
დემურ გიორხელიძე, ექსპერტი
პს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიევში, ადეიშვილს უცნობი პირები დახვდნენ და სცემეს.როგორც კიევის პოლიციაში აცხადებენ, ადეიშვილს ოთხი დაუდგენელი პირი დაესხა თავს, სცემეს და გაუჩინარდნენ. მათივე ცნობით, მიყენებული დაზიანების გამო ადეიშვილის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

როგორც მედია წერს, ცემის ფაქტი ადეიშვილის საქართველოში საქმიანობასთანაა დაკავშირებული.

ზურაბ ადეიშვილი ამჟამად უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლად მუშაობს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close