პოლიტიკა

,,ამაზე თუ არ იქნება მსოფლიო დონის რეაქცია, ჩემს თავზეც კი აღარ ვაგებ პასუხს”

,,რა კორონა, რის კორონა, აგერ ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” არმია მონაწილეობას მიიღებს სამხედრო წვრთნებში თანაბრად რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთის , პაკისტანისა, აღარაფერს ვამბობთ ყაზახეთ-ყირგიზეთ და სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებზე. ესაა სრული კატასტროფა, აღიარების ტოლფასი. პირადად ივანიშვილს ვეკითხები, რატომ დუმს შენი მთავრობა? პარლამენტი? საგარეო საქმეთა სამინისტრო? წარმომადგენლობა გაეროში? შესაბამისი საელჩოები? თუ შენი მოღვაწეობის დასასრულს უსრულებ პუტინს მიცემულ დაპირებას საქართველოს იურიდიულ დაშლაზეც. ხვალვე ამაზე თუ არ იქნება მსოფლიო დონის რეაქცია, მერე, ჩემს თავზეც კი აღარ ვაგებ პასუხს”_

ასე გამოეხმაურა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი რუსული სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჯარი პირველად მიიღებს მონაწილეიბას სამხედრო სწავლება ,,კავკასია 2020′” _ ში.

 

Related Articles

Back to top button
Close