საზოგადოება

,,ადამიანი დაეჯახება ისეთ გარემოებებს, როცა იძულებული გახდება, მოიხსნას ნიღაბი”

რა თქმა უნდა, წლის განმავლობაში მოქმედებს ბევრი ასტროლოგიური ფაქტორი, მაგრამ ძალიან ზოგად და ცენტრალურ მიმართულებებს საზოგადოებაში გვიჩვენებეს კვანძების მდგომარეობა. თითქმის მთელი 2018 წელი მთვარის კვანძები იქნებიან ლომი-მერწყულის ღერძზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ცხოვრების მთავარი ცვლილებები დაკავშირებული იქნება ზუსტად ამ ნიშნებთან, კერძოდ თვითრეალიზაციის, საკუთარი პოტენციალის გახსნის თემებთან.

ეს თემა ახალი არ არის ჩვენთვის. კვანძების ღერძი ლომი-მერწყულის ღერძზე 2017 წლის ზაფხულში გადავიდა და ალბათ ყველას გახსოვთ აგვისტოს დაბნელებების პერიოდი, როცა კვანძების თემა განსაკუთრებული სიკაშკაშით გამოვლინდა. ვინც არ იცის, ვიტყვი, რომ დაბნელებები ხდება ყოველთვის კვანძების სიახლოვეში და შესაბამისად, ზუსტად დაბნელებების პერიოდში (უკვე ერთი თვით ადრე) აქტუალიზირდება იმ ზოდიაქალური ღერძის თემა, სადაც მდებარეობენ კვანძები. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ღერძი- არის ისარი, რომელიც გვიჩვენებს მთავარი ცვლილებების მიმართულებებს ჩვენს ცხოვრებაში.
და აქ აუცილებელია იმის ახსნა, რომ კვანძების გავლენა ჩვენზე ხდება 2 ძირითად დონეზე. ეს გავლენები დაკავშირებულია იმასთან, ცნობიერების რა დონეზე დგას ადამიანი, როგორ აცნობიერებს თავის როლს ამ ცხოვრებაში. თუ ადამიანი ცხოვრობს მხოლოდ იმ დონეზე, რომელიც განპირობებულია მისი ფიზიოლოგიით, მაშინ კვანძების ადგილმდებარეობა გვიჩვენებს იმ თემებს, სადაც ადამიანი შეხვდება საბედისწერო სიტუაციებს, უმაღლესი ძალების ნებას, როგორც პოზიტიურ, ასევე ნეგატიურ კონტექსტში.
თუ ადამიანის ცნობიერება მისულია იმ დონემდე, რომ ის თვითონ ქმნის თავის ცხოვრებას, რომ ის თვითონ წყვეტს თავისი ცხოვრების მთავარ მიმართულებებს, მაშინ კვანძების მდგომარეობა გვიჩვენებს იმ სფეროებს, სადაც მას შეუძლია განახორციელოს თავისი მთავარი ჩანაფიქრები, იპოვოს თავისი განვითარების ახალი გზები.
ასტროლოგიაში ნებისმიერი ელემენტების ღერძი ითხოვს პოლუსების დაბალანსებას. რა თემებს შეეხება ლომი- მერწყულის ღერძი, რა თემების დაბალანსება მოგვიწევს 2018 წლის ნოემბრამდე, რა თემებში იქნება ძირითადი ცვლილებები?
პირველ რიგში ეს არის შემოქმედება და თვითგამოვლენა, სიყვარული და საყვარელი ადამიანები, შვილები, თვითშეფასება (ლომი) და ასევე სხვა ადამიანებთან გაერთიანება, თანამოაზრეების ჯგუფები, თანამშრომლობა, ძველი შაბლონებისგან გათავისუფლება, სხვა ადამიანების შეფასების მოთხოვნილება (მერწყული) .
ალბათ უნდა ავხსნა, როგორ გამოიყურება ბალანსის დარღვევა ამ თემებს შორის რეალურ ცხოვრებაში. თუ ადამიანის თვითრეალიზაცია, თვითშეფასება დამოკიდებულია სხვა ადამიანების შეფასებაზე, თუ ადამიანი თავის ცხოვრებაში მთლიანად ორიენტირებული იმ საზოგადოებაზე, რომელშიც არსებობს, მაშინ შესაძლებელია ადამიანმა მიიღოს დარტყმები ამბიციებზე, დაკარგოს ის, რაც ადრე ხელს უწყობდა მის წარმოდგენებს საკუთარი თავის დიდებაზე. ადამიანი დაეჯახება ისეთ საბედისწერო გარემოებებს, სადაც ის იძულებული გახდება მოიხსნას ნიღაბი და ეძებოს შემოქმედი საკუთარ თავში, ეძებოს ის, რასაც არ ესაჭიროება მტკიცებულება და საზოგადოების მხარდაჭერა.
მეორეს მხრივ, თუ ადამიანი აბსოლუტურად მოწყვეტილია საზოგადოებას, მას არ აქვს კავშირი სხვა ადამიანებთან, მაშინ მისი თვითრეალიზაციის საშუალებები ჩაიბლოკება მანამდე, სანამ ის ვერ გაიგებს თანამშრომლობის საჭიროებას.
შემდეგი თემა, რამდენად დაბალანსებული ვართ სიყვარულის, აღიარების მიღება- გაცემის თემებში. თუ ჩვენი მოტივაციაა მხოლოდ მიღებაა, მაშინ აუცილებლად გვექნება დანაკარგები მანამდე, სანამ არ დავაქვეითებთ ჩვენს პრეტენზიებს.
ასევე სიყვარული და თავისუფლების თემები. ხშირი შემთხვევაა, როცა ერთი ადამიანი ეჯაჭვება მეორეს. ის მზად არის მსხვერპლი გაწიოს ამ ადამიანისთვის, მსხვერპლად შეწიროს თავის თავისუფლება და ამავდროულად მას გააჩნია პრეტენზიები მეორე ადამიანის თავისუფლებაზე. (ეს ხშირად ხდება ოჯახებში, როცა დედა ეუბნება შვილს- მე შენი გულისთვის დამავიწყდა ჩემი ცხოვრება.) ამ შემთხვევაში შესაძლებელია ურთიეთობები შვილთან, ან საყვარელ ადამიანთან დაინგრეს. და პირიქით, თუ ადამიანი ჩაციკლულია საკუთარ თავისუფლებაზე და აბსოლუტურად არ ითვალისწინებს გარშემო მყოფ ხალხს, შესაძლებელია, რომ საერთოს დაკარგოს ეს თავისუფლება ნებისმიერი ფორმით, გახდეს სრულად დამოკიდებული ვიღაცაზე.
და რა თქმა უნდა კვანძების ღერძის თემები ყველაზე აქტუალური ხდება დაბნელებების მიდამოებში. ეს არის იანვარი-თებერვალი 2018 წლის. ამ დაბნელების თემებმა უკვე დაიწყეს შემოსვლა ჩვენს ცხოვრებაში.
პირველი მთვარის დაბნელებაა 31.01 და მეორე მზის-15.02.
ზაფხულის დაბნელებები, ივლისი-აგვისტო 2018 წლის. აქტუალიზაცია დაიწყება სადღაც მაისში. ზაფხულის დაბნელებები იქნება გაცილებით უფრო ძლიერი და კონცენტრირებული, ვიდრე ზამთრის, რადგან აქ მოხდება არა ტრადიციული 2 დაბნელება, არამედ 3. გარდა ამისა, მე ვახსენე, როცა ვსაუბრობდი სატურნზე, რომ ამ პერიოდში მოხდება სატურნის ციკლის კულმინაცია, რაც კიდე ერთხელ გამოკვეთავს ამ პერიოდის მნიშვნელობას.
პირველი დაბნელება იქნება 13.07. ოღონდ უკვე არა მერწყული-ლომის , არამედ კირჩხიბი- თხის რქის ღერძზე. საინტერესო არის ის, რომ თვითონ კვანძები ჯერ კიდე დარჩებიან მერწყული-ლომის ღერძზე, მაგრამ დაბნელება მოხდება გვერდით ნიშანში. ეს ნიშნავს, რომ თუ მერწყული-ლომის თემებზე მოხდა რამე ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში, პოზიტიური, ან ნეგატიური, ეს ცვლილებები გავლენას მოახდენს თქვენი ცხოვრების ფუნდამენტალურ საკითხებზე კერზოდ, ოჯახი, ფესვები, ადამიანები, ვინც ცხოვრობს თქვენთან ერთად, საცხოვრებელი ადგილი, საკუთრება, უძრავი ქონება, მოკლედ ყველაფერი, რაც წარმოადგენს ჩვენთვის ფუნდამენტს, საყრდენ წერტილს. და ასევე ცვლილებები შეეხება ყველაფერს, რაც განაპირობებს ჩვენს ადგილს სოციუმში: სოციალური მდგომარეობა, სტატუსი, პროფესიული მიღწევები, დიდი მიზნები, რომელიც გვაქვს ცხოვრებაში.გაგახსენებთ, რომ ზუსტად ამ თემებზე 2018 წელში იმუშავებს სატურნი. ზუსტად ზაფხულის პერიოდში სატურნია კულმიანაციაში. გარდა ამისა, ამავე პერიოდში, ივლისის მეორე ნახევრიდან სექტემბრამდე, სატურნი შევა ურანთან, რომელიც უკვე კუროში იქნება, ჰარმონიულ ასპექტში. ეს იმას ნიშნავს, რომ ის შედეგები, რომელიც შესაძლებელია ჩვენ უკვე მივიღეთ ჩვენს პრაქტიკულ საქმიანობაში, კარიერაში, პროფესიაში, დიდ გეგმებში, მოგვწემენ საშუალებას გადავლახოთ ძველი საზღვრები ჩვენს პრაქტიკულ და ფინანსურ საქმიანობაში. და ეს იქნება ძალიან პოზიტიური რეალიზაცია არა მარტო სატურნის, არამედ დაბნელებების თემების.
ნეგატიურ ვარიანტში, ის არასასურველი ცვლილებები, რომლების მოხდება ჩვენს პროფესიულ ან სხვა საქმიანობაში ამ პერიოდისთვის,მითუმეტეს დაბნელებების ფონზე, მოგვიტანენ სრულ დესტაბილიზაციას.

ლია ბარათაშვილი
ასტროლოგიურ-ეზოთერული ცენტრი
25.12.2017

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close