ცხოველთა სამყარო

,,მივმართავთ სოფოს მეზობლებს, ნუ არღვევთ კანონს!”

მეგობრებო, ერთ ახალგაზრდა, კეთილ გოგონას ჩვენი დახმარება სჭირდება მოძალადე მეზობლებისგან. ეთო რუხაძეს წლებია მიკედლებული ჰყავს თავის ქუჩაზე ეს შავი მეგობარი, ღამე ძაღლი მის სადარბაზოში, ეთოს ბინის კარების წინ ,,კოვრიკზე,, იძინებს, არავის ერჩის, წყნარად, მშვიდად წევს. ძაღლი კანონის მოთხოვნის მიხედვით გასტერილებული და დაბირკულია. მოძალადე მეზობლების გამო (ძაღლს ყურიდან პლასტმასის ბირკა მოაგლიჯეს) სოფო სულ ყურადღებით არის და იცავს მეგობრის სიცოცხლეს და უფლებებს.

გუშინ 112 – იც გამოიძახეს და სოფო რომ არა, ვინ იცის რა მოხდებოდა.
მივმართავთ სოფოს მეზობლებს, ნორიოს აღმართი N54 ბ, პირველი სადარბაზო, ნუ არღვევთ კანონს, შეწყვიტეთ ძალადობა ეთო რუხაძეზე და მის ოთხფეხა მეგობარზე. თორემ გარწმუნებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ თქვენს დასასჯელად კანონის მიხედვით.

წყარო: თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close