საზოგადოება

,,ვეთანხმები დავით ბერძენიშვილს, დროა, ახალგაზრდა თაობა გამოვიდეს პოლიტიკურ სარბიელზე”

,,ახალი თაობა იწრთობა რეალურ პოლიტიკურ პროცესში: წიგნთან, მასმედიაში, ქუჩაში"

ასაკი მენტალობაა და არა ფიზიკა.
პოლიტიკური ასაკიც მენტალობაა და არა კალენდარზე გამოსახული რიცხვები.
ერთ რამეში ვეთანხმები დავით ბერძენიშვილს, რომ დროა ახალგაზრდა თაობა გამოვიდეს პოლიტიკურ სარბიელზე. ეს ასევე საყვედურია ჩვენი თაობის მიმართ, რომელმაც მეტი ვერ შეძლო.
არ ვეთანხმები იმაში, რომ ძველებმა გვერდზე გაიწიონ და ახლებს დაუთმონ ადგილი. ახლებმა კონკურენციით უნდა აჯობონ ძველებს. “ახალ თაობად” პოლიტიკოსები ვერ დაინიშნებიან, ახალი თაობა იწრთობა რეალურ პოლიტიკურ პროცესში: წიგნთან, მასმედიაში, ქუჩაში. ამის კარგი მაგალითია “გავრილოვის ღამის” ახალგაზრდები, საიდანაც უკვე ჩანს რამდენიმე მომავალი კარგი პოლიტიკოსი.
გზას არავინ დაგითმობს. უნდა დაიმსახურო.
რომან გოცირიძე, პოლიტიკოსი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close