საზოგადოება

დავით სერგეენკო: ბორჯომში, წყალში ჩავარდნილი ვერტმფრენის პილოტები კონტაქტურები არიან

ბორჯომის ხეობაში წყლის რეზერვუარის ავსების დროს, ჩვენი ვერტმფრენი წყალში ჩავარდა. საბედნიეროდ, ეკიპაჟის სამივე წევრი გადარჩა. მხოლოდ 1 ვერტმფრენიღა დაგვრჩა

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ბორჯომის ხეობაში დაშავებულებიდან არც ერთს არ აქვს არათუ მძიმე, არამედ საშუალო ხარისხის დაზიანებაც კი. ამის შესახებ მინისტრმა ღუდუშაურის კლინიკაში განუცხადა ჟურნალისტებს, სადაც ცოტა ხნის წინ ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულები გადმოიყვანეს.

“ისინი აბსოლუტურად კონტაქტურები არიან. სასიცოცხლო ფუნქციები შენარჩუნებულია. პირველი რიგის კვლევები უკვე ჩატარდა. მალე დასრულდება მეორე რიგის კვლევებიც და საბოლოოდ გახდება გამოკვლევების შედეგები ცნობილი. სამი ეკიპაჟის წევრია, ერთი მაშველი,”- განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, ასეთი დაზიანების დროს პაციენტები რამდენიმე საათის განმავლობაში რჩებიან კლინიკაში.

ბორჯომის ხეობაში ქართული ვერტმფრენი დღეს დილით წყალში ჩავარდა. არსებული ინფორმაციით, პილოტები მძიმედ არ დაშავებულან. ვერტმფრენში ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close