მსოფლიო

აფეთქების საფრთხის გამო თეატრიდან ევაკუაცია განხორციელდა

აფეთქების საფრთხის გამო მოსკოვის დიდი თეატრიდან 700-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორცელდა.

უფრო ადრე ანალოგიური მიზეზით რუსეთის დედაქალაქში მდებარე რამდენიმე სავაჭრო ცენტრიდან და ასევე სასტუმროდან ათასობით ადამიანი გაიყვანეს.

ანონიმური ზარების ტალღა რუსეთში 2 თვის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. 13 სექტემბერს მოსკოვის სხვადასხვა ადგილებიდან აფეთქებების საფრთხის შესახებ მიღებული შეტყობინებების გამო 20 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. რუსული მედიის ცნობითვე, რამდენიმე დღით ადრე საფრთხის შესახებ ანონიმური ზარების გამო ქვეყნის 22 ქალაქში 45 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

5 ოქტომბერს რუსეთის საგამოძიებო სამსახურებმა განაცხადეს, რომ ზარების ორგანიზატორების ვინაობა დადგენილია – ისინი საზღვარგარეთ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები არიან.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close