საზოგადოება

ხიდი, რომელიც მიწისძვრას გადაურჩა, რომაელების აშენებულია

დანგრევას გადარჩენილი ხიდის სისხლიანი ისტორიები

მიწისძვრის ზონაში უვნებლად გადარჩა რომაელების მიერ აგებული ხიდი მდ. ევფრატის შენაკადზე.
როგორც ამ ხიდზე შემორჩენილი ლათინურენოვანი წარწერა გვაუწყებს, იგი რომის იმპერატორმა ლუციუს სეპტიმიუს სევერუსმა (146-211 წწ) ააგო და თავდაპირველად მას 4 სვეტი ამშვენებდა.
აქედან 1 სვეტი თავად იმპერატორს განასახიერებდა, 1 – მის მეორე მეუღლეს. დანარჩენილი 2 კი მის ვაჟებს – კარაკალასტანსა და გეტას.
მამის სიკვდილის შემდეგ ვაჟები გახდნენ თანაიმპერატორები, მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე ასეთ შემთხვევებში, მათ ერთმანეთში ქიშპობა დაიწყეს. უფროსმა ძმამ (კარაკალასტანმა) უმცროსი (გეტა) მოკლა და მისი ხსოვნის წაშლის მიზნით, ყველაფერი გაანადგურა იმპერიაში რაც კი მის სახელს უკავშირდებიდა. მათ შორის გაანადგურა მამის მიერ ამ ხიდზე გეტას სახელზე დადგმული მეოთხე სვეტიც. ამიტომ დღესაც ამ ხიდს მხოლოდ სამი სვეტი აქვს.
ბედის ირონიაა, რომ მოგვიანებით უფროსი ძმა სწორედ ამ ხიდის სიახლოვეს მოკლეს საკუთარმა ხელქვეითებმა ისევე მუხანათურად, როგორც მან თავის დროზე მოკლა საკუთარი ძმა.
ასე რომ, არცერთი ძალაუფლება მუდმივი არაა გინდ რომის იმპერატორი იყავი.
ეს ხიდი ამ სისხლიანი ისტორიის შეხსენების ძეგლიცაა. კარგია, რომ ამ მიწისძვრასაც გადაურჩა.
ზურა ბატიაშვილი, პროფესორი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close