საზოგადოება

,,მიდით ხმის მისაცემად არჩევნებზე, გაიკეთეთ პირბადეები და ნუ ჩაეხუტებით სხვებს…”

,,ოცნებას უნდა, რომ არჩევნები ჩაატაროს კოვიდ გავრცელების პიკში, რათა ხალხი ვირუსის შიშით არ მოვიდეს უბნებზე, დაფიქსირდეს დაბალი აქტივობა და საკუთარი ელექტორატის მობილიზების ხარჯზე დიდი პროცენტი აიღოს"

2 დღეა აქტიურად ლაპარაკობენ არჩევნების გადადების საკითხზე მძიმე კოვიდ-ვითარების გამო. მე თუ მკითხავთ, კოვიდი და ხალხის უსაფრთხოება აქ არაფერ შუაშია. სინამდვილეში:
1. ოცნებას უნდა რომ არჩევნები ჩაატაროს კოვიდ გავრცელების პიკში, ანუ რაც შეიძლება მალე – 2 ოქტომბერს, რათა ხალხი ვირუსის შიშით არ მოვიდეს უბნებზე, დაფიქსირდეს დაბალი აქტივობა და საკუთარი ელექტორატის მობილიზების ხარჯზე დიდი პროცენტი აიღოს
2. ოპოზიციამ ძალიან დააგვიანა კამპანიის დაწყება, ჯერ კანდიდატები ძლივს მონახეს და ისიც ყველგან არა. მათ ურჩევნიათ დრო გაწელონ მაქსიმალურად და არჩევნები გადაწიონ ოქტომბრის ბოლოსკენ რათა უკეთესი კამპანია ჩაატარონ
ჰოდა, ხალხი არავის ადარდებს. ხალხი მეორეხარისხოვანია! არადა ორივე მხარე ხალხის სახელით ლაპარაკობს, მაგრამ ეს სიყალბეა! მათთვის მთავარია, ვის მეტი შანსი ექნება ძალაუფლების დათრევის.
აღარ დადგა დრო დავასრულოთ ეს ორპოლუსიანობა?! ნუ იქნებით მეორეხარისხოვანი! არ აქვს მნიშვნელობა არჩევნები ჩატარდება ოქტომბრის დასაწყისში თუ ბოლოში. ყველაფერი დაივიწყეთ და მიდით ხმის მისაცემად. გაიკეთეთ პირბადეები და ნუ ჩაეხუტებით სხვებს. მოუწოდეთ დანარჩენებსაც რომ ანალოგიურად მოიქცნენ. მხოლოდ ეს არის გამოსავალი!
მიშკა ქუმსიშვილი, ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close