საზოგადოება

,,რა მასა წამოვა და საით წავა, სასწრაფოდ უნდა შეფასდეს…”_ გეოლოგი

,,დინამიკაშია პროცესი და უკვე, გამაგრებით სამუშაოებს აზრი არ აქვს. ეს სამუშაოები სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს"

„იგივე საფრთხეებია, რაც ვერეზე იყო. დინამიკაში პროცესი მოსულია, მასა მოწყვეტილია. ის, შეიძლება, აჩქარებით წამოვიდეს ხელშემწყობი პირობების შემთხვევაში. აუცილებელია საფრთხის შეფასება და საჭირო ზომების მიღება. სად წავა, აი, ეს მასა, როცა დაიძვრება, ამას ახლა ვერ გეტყვით და ეს არის კვლევის საკითხი. გამაგრებით სამუშაოებს აზრი არ აქვს. არის ეტაპი გეოლოგიაში, როცა გამაგრებით სამუშაოებს აზრი არ აქვს. დინამიკაში მოსულია პროცესი და გამაგრებას აზრი აღარ აქვს და ეს იციან სამთავრობო სტრუქტურებშოც. უნდა დავჯდეთ და შევაფასოთ, რა მასა წამოვა და საით წავა. ეს არის მოდელირება. აქ მომდინარე სამუშაოები უნდა გაჩერდეს. ყველაფერი უნდა გაჩერდეს აქ…” – ასე აფასებს თბილისში, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესის გააქტიურებას გეოლოგი თეა გოდოლაძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close