საზოგადოება

ხანძრის დროს დაღუპული ირანის მოქალაქის ძმა: ცხედარს უქმეების გამო არ მატანენ

ბათუმში ხანძრის დროს გარდაცვლილი ირანის მოქალაქის ძმა აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფებოდა. როგორც გარდაცვლილის ძმა აცხადებს, უქმე დღის გამო ცხედარს სამშობლოში ვერ ატანენ. გარდაცვლილის ძმამ საკითხის გარკვევის მიზნით პოლიციას მიმართა. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

ირანის მოქალაქის თქმით, მისი ძმა ბიზნესმენი იყო და საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა.

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულია11 ადამიანი, მათგან საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close