პოლიტიკა

,,რატომ არ ჩავიდა 2011 წლიდან ბიძინა ივანიშვილი საოკუპაციო ხაზზე, სადაც ამდენი ვაება ტრიალებს?!”

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს, რომელმაც დღეს მოინახულა საოკუპაციო ხაზი სოფელ ოძისთან. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი დემარშია ახალი ელჩისა გლობალური მასშტაბით. აქვე კვლავ მახსენდება კითხვა–რატომ ერთხელ მაინც არ ჩავიდა 2011 წლიდან ბიძინა ივანიშვილი ამ ხაზზე, სადაც ამდენი ვაება ტრიალებს, ან მისი პრემიერები, ღარიბაშვილი, კვირიკაშვილი, გახარია ან პარლამენტის თავმჯდომარე. გეშინიათ, ხომ, მოსკოველი უფროსისა?

Related Articles

Back to top button
Close