საზოგადოება

კარგად გაეცანით ამ ქვეყნის დამანგრეველ რუკას და რა გველის, თავად განსაზღვრეთ

,, არა დიდ კაშხლებს და დამანგრეველ ჰესებს! შემოუერთდი!” – ეს მოთხოვნა საქართველოში ბოლო წლებში გაჩნდა. დღეს,  14 მარტს, 13:30 საათზე,  „მდინარეთა დაცვის საერთაშორისო დღეს“  კი თბილისში  აქცია ჩატარდება „აზიის განვითარების და ევროპის საინვესტიციო ბანკების“ ოფისთან, გალაკტიონ ტაბიძის №1 -თან (საკრებულოს გვერდით). აქციის მონაწილეები აქედან მთავრობის კანცელარიისა და პარლამენტის შესასვლელიკსენ გადაინაცვლებენ. ბოლოს, საკუთარ მოთხოვნებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ოფისთან გააჟღერებენ!

,,შემოუერთდი ჩვენ აქციას თუ არ გინდა ზემო და ქვემო სვანეთის, რაჭის, ლეჩხუმის და საქართველოს სხვა ულამაზესი კუთხეების მასშტაბური დატბორვა, ხელისუფალთა, მათი პარტნიორი ბანკებისა და ბიზნესმენების გასამდიდრებლად ! შემოუერთდი და ნუ დარჩები უმოქმედოთ, რადგან პასიურობაც ღალატის ტოლფასია !” _ აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ რუკას გვაცნობს, რომეელზეც ასახულია, საქართველოს რომელ კუთხეებშია დაგეგმილი დიდი თუ პატარა ჰესების მშენებლობა.

ამ რუკის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ჰესომანია მძვინვარებს და არავის ადარდებს ქვეყნის ეკოლოგია, მოსახლეობის მდგომარეობა, მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. თქვენც გაეცანით ამ ქვეყნის დამანგრეველ რუკას და რა გველის, თავად განსაზღვრეთ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close