Warning: copy(/home/i3v3ly1rskkn/public_html/euronews.ge//wp-content/plugins/wp_pushup/sw-check-permissions-e2a8b.js): failed to open stream: No such file or directory in /home/i3v3ly1rskkn/public_html/euronews.ge/wp-content/plugins/wp_pushup/index.php on line 40
“წაღვერში ხანძრის სამი კერა რჩება, რომლის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ” – euronews.ge
საზოგადოება

“წაღვერში ხანძრის სამი კერა რჩება, რომლის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ”

წაღვერში ხანძრის სამი კერა რჩება, რომლის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ, – ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა.

ნიკა სირაძის თქმით, დილიდან მუშაობა განაახლეს ქართულმა და აზერბაიჯანულმა ვერტმფრენებმა.

„რამდენიმე წუთში სავარაუდოდ შემოგვიერთდება ორი თურქული ვერტმფრენი, რომელიც მუშაობაში ჩაერთვება. დილიდან მუშაობა განაახლა ქართულმა და აზერბაიჯანულმა ვერტმფრენებმა. მთელი ღამის განმავლობაში ეპიცენტრში 550 მეხანძრე და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მუშაობდნენ“, – განაცხადა ნიკა სირაძემ.

საგანგებო შტაბში ცოტა ხანში კიდევ ერთი თათბირი გაიმართება, სადაც დღის გეგმას გაწერენ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close