პოლიტიკა

დავით ბერძენიშვილი: რესპუბლიკელები პარლამენტში ბრუნდებიან!

,,პარტიის ხელმძღვანელების ადგილები წამყვანი ოპოზიციური საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში :

ხათუნა სამნიძე N 10
თამარ კორძაია N 19

წინა საპარლამენტო არჩევნებში კრახის შემდეგ პარტიამ კურსი აიღო განახლებაზე – ლიბერალური ღირებულებებიც მკაფიოდ და თამამად წამოვწიეთ წინ. განახლება ფიქციაა პერსონალური განახლების გარეშე – რესპებმა ეს ამოცანაც გადავჭერით.

რესპუბლიკელების, როგორც პატარა ღირებულებითი პარტიის ფასი დიდი ელექტორალური სუბიექტ(ებ)ისთვის რომ მნიშვნელოვანია, ამიტომ ვართ სულ ხელისუფლების შემცვლელ პოლიტიკურ ალტერნატივაში. უჩვენოდ საქართველოში ხელისუფლება ვერ იცვლება. ახლაც შევიტანთ მოკრძალებულ წვლილს.

ამ საარჩევნო კამპანიას რესპუბლიკელებიდან სწორედ ხათუნა და თამუნა წარუძღვებიან.

მე მეტ ყურადღებას პარტიის ხელახლა ფეხზე წამოდგომას მოვახმარ მათთან და სხვა რესპებთან ერთად… ადრე გამოგვსვლია, ახლაც გამოგვივა.

წინ, ახალი კოალიციური ხელისუფლებისკენ!

P.S. 30 წლის წინაც, უზენაეს საბჭოშიც ორი რესპუბლიკელი დეპუტატით დავიწყეთ…იმ დამფუძნებელი პარლამენტის მხოლოდ ერთი სუბიექტი- რესპუბლიკური პარტია აგრძელებს მარათონს ახლაც.

წარმატებები ჩვენებსაც და პოლიტიკურ, კოალიციურ პარტნიორებსაც” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი.

Related Articles

Back to top button
Close