ჯანდაცვა

,,მიმდინარეობს მსჯელობა, პირველ ჯერზე როგორი პაციენტები აიცრებიან_ საქართველო ვაქცინის მოლოდინში”

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც კორონავირუსის ვაქცინას მიიღებს.

“ჩვენ ვართ აქტიურად ჩართული პროცესში. დღეის მდგომარეობით ჩვენ ვახორციელებთ, ასევე, დამატებით ყველა იმ ინფრასტრუქტურის მობილიზებას, რაც საჭირო იქნება უკვე შესყიდული ვაქცინის ტრანსპორტირების და შესაბამისად საქართველოს მასშტაბით მისი გადანაწილებისთვის. იმ თარიღში როცა ის უკვე ხელმისაწვდომი იქნება, რა თქმა უნდა, საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს ვაქცინას”, – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი განმარტებით, ჯერ არ იციან ზუსტად რომელი ვაქცინა იქნება არჩეული და ამ თემაზე კონსულტაციები სპეციალისტებთან ისევ გრძელდება. მისივე თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა, ვინ შევა რისკ ჯგუფში და პირველ ჯერზე როგორი პაციენტები აიცრებიან.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 045 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 39 პაციენტი გარდაიცვალა. 

Related Articles

Back to top button
Close