საზოგადოება

,,ჩვენი გაჭირვებაც გვყოფნის და ნარკოლეგალიზაციაზე დარდი დაგვიმატეს. მოგცემეეენ! ბერამ თქვა და გვახარიაც დაეთანხმა!”

   ნინო მეტრეველი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი:
_ ვწუხვართ, რომ კლუბებში შემოგივარდნენ, შეგაშინეს, ცეკვა შეგაწყვეტინეს, განერვიულეს, კაიფი გაგიტეხეს, კლუბის მეპატრონეებს ფული დააკარგვინეს, მაგრამ შეგვინდეთ, რომ მიტინგზე ვერ გამოვცვივდით აღშფოთებულები და როკვით ატირებულები ჩვენ, მშივრები, უმუშევრები, შრომისგან დაკოჟრილები, მამულშეზღუდულები, ტარიფგაძვირებულები, სამშობლოდაკარგულები, ლუკმისთვის გადახვეწილები, ტატუნაშვილმოტირალები, საყდრისდანგრეულები, ტყე_წყალ გაყიდულ-განადგურებულები, ენძელების ბედნიერი სიცილით გაბრაზებულები, 160 ლარიანი პენსიონერები, 22 ლარიანი ვეტერანები, გუგულასნაირებისგან ტკბილეულწართმეული ბავშვებით…
მოგვიტევეთ დიდსულოვნად! ჩვენს ნაცვლად ხელისუფლებამ მოგიხადათ ბოდიში, თვით შსს მინისტრის პირით! უფლისწულმა გიგალობათ! მალე სანატრელი ნარკოტიკების ლეგალიზაციაც გექნებათ და თქვენც გეშველებათ და თქვენს ფართოდ გაშლილ ლობისტებსაც! მეტი რა გავაკეთოთ, სულ რაღაც სამ მილიონამდე დარჩენილებმა?! გაჩუმდით რა, ბერადან დაწყებული, იმ მროკავი გოგოთი დამთავრებული! თავისუფლებისთვის ბრძოლა არა, კვახი! მშიერი, ტერიტორიადაკარგული, საშოვარზე ემიგრაციაში გადახვეწილი, ოლიგარქებთავზე დამჯდარი ერი თავისუფალი ვერ იქნება, რაც დედამიწის ზურგზე ნარკოტიკია, მაგ კლუბებში რომ შეზიდოთ! ნარკოტიკების გარშემო გაერთიანებული ერის გამაერთიანებლების დედაც, ჯეკ!
 პ,ს. ჩვენი გაჭირვებაც გვყოფნის და ახლა ნარკოტიკების ლეგალიზაციაზე დარდი დაგვიმატეს! მოგცემეეენ! ბერამ თქვა და გვახარიაც დაეთანხმა! თქვენ კი გაქვთ თავი ქუდში, ჩვენ ვიკითხოთ. როდის მოვიშორებთ ფულის გამო ყველაფერზე წამსვლელ ამ ხელისუფლებას?!

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close