საზოგადოება

,,წაიღო მთელი ქალაქი და ეროვნული მუზეუმიც არის რიგში…“ – მესიჯები ნაციონალების ორგანიზებული აქციიდან

რუსთაველის გამზირზე ,,ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ვარდების მოედანზე შეიკრიბნენ და თავისუფლების მოედნისკენ მიამართებიან. „ნაციონალური მოძრაობა“ მხარდაჭერებთან ერთად, საკრებულოს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანიას პუშკინის სკვერის და თაბორის მთის მიმდებარედ მიწის ფართები გადაეცა.

„ვაპროტესტებთ ოლიგარქის რეჟიმს, არ გვინდა გაიყიდოს საქართველო“; „ჩვენ ვცდილობთ, რომ არ დავუთმოთ. მთლიან საქართველოს ისაკუთრებს. ოღონდ ნელ-ნელა, ნაწილ -ნაწილ. არ დავუკანონებთ“; „ვაპროტესტებთ მტაცია ხიხოს. წაიღო მთელი ქალაქი და ეროვნული მუზეუმიც არის რიგში,“- ასეთ განცხადებებს აკეთებენ აქციაზე მისული მოქალაქეები.

აქციის მონაწილეების თქმით დღეს ყველას უნდა ჰქონდეს რეაქცია იმ უკანონობაზე, რაც საკრებულოს გადაწყვეტილებას და ბიძინა ივანიშვილისთვის მიწების 1 ლარად დაკანონებას ეხება.

რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close