საინტერესო

როგორი ადამიანი ხარ, თუ მუსიკის მოსმენის დროს გბურძგლავს

ჰარვარდის კურსდამთავრებულთა საინტერესო კვლევა

ადამიანთა გარკვეულ ნაწილს ამა თუ იმ კონკრეტული სიმღერის მოსმენისას სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელი უვლის. ჰარვარდის კურსდამთავრებული მეთიუ საჩსი 1 წლის განმავლობაში აკვირდებოდა ინდივიდებს, რათა დაედგინა, თუ როგორ მოქმედებს მუსიკა მათ გრძნობებზე. ამის შესახებ Artnews-ი წერს.

კვლევაში 20 სტუდენტი მონაწილეობდა, მათგან ათმა აღიარა, რომ მუსიკის მოსმენისას ბურძგლავს, ხოლო დანარჩენმა ათმა საპირისპირო თქვა.

ახალგაზრდა მკვლევარმა დაასვნა, რომ იმ ადამიანს, რომელიც ემოციურად და ფიზიკურად მუსიკას უკავშირდება, ტვინის განსხვავებული სტრუქტურა აქვს. ეს კი იმაში გამოიხატება, რომ მათ ტვინში არსებული ნაოჭები უფრო დიდი მოცულობისაა, რისი შედეგიც ხალხთან უკეთესი კომუნიკაციაა.

მეთიუმ განაცხადა, რომ თუ თქვენში მუსიკა მსგავს ემოციებს იწვევს, მაშინ, სავარაუდოდ, ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო ემოციური იქნებით, ვიდრე სხვები.

იმის გამო, რომ კვლევაში ცოტა ადამიანი მონაწილეობდა, მეთიუ საჩსი თემის სიღრმისეულ შესწავლას აპირებს, რაშიც მას ფართო კვლევები დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ მეცნიერება მუსიკა ადამიანთა საუკეთესო ურთიერთობის საშუალებად აღიარებს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close