საზოგადოება

ლევან რატიანი 2 გარდაცვლილ პაციენტზე: რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად პაციენტთან სამწუხაროდ დაფისქირდა ბიოლოგიური სიკვდილი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა, ვახო ხუზმიაშვილის თოქ-შოუ „თავისუფალ სივრცეში“ ისაუბრა საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ ორ პაციენტზე, მისი თქმით, ორივე გარდაცვლილი ქალბატონის შემთხვევაში დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკდვილი.

79 წლის ქალის მდგომარეობა, ექიმის თქმით, ძალიან მძიმე იყო. ის მარნეულიდან შეიყვანეს საავადმყოფოში და შეყვანისთანავე პაციენტის გული თავის ფუნქციას ვერ ასრულებდა. ასევე, ლევან რატიანის თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ნებისმიერი ვირუსული დაავადება დაამძიმებდა.

„ქალბატონს, რომელიც იყო 79 წლის, გადმოყვანილი იყო მარენულ-ბოლნისიდან, პაციენტის მდგომარეობა შემოყვანისთანავე ფასდებოდა ტერმინალურად, როგორც ჩვენთვის იყო ცნობილი, იყო წონის მკვეთრი დეფიციტი, რაც ნიშნავს, რომ კლინიკურად სახეზე იყო დიაგნოზი კახექსია. ასევე, შემოყავნისას ქალბატონთან დადასტურდა პნევმოთორაქსი, რაც ნიშნავს, რომ ქალბატანოს ჰქონდა ჩაჩუტული ფილტვი“ – განაცხადა ლევან რატიანმა პირდაპრ ეთერში.

კლინიკის დირექტორის თქმით, გულ-სისძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანები, ყველაზე დიდ რისკ ჯგუფს წამორადგენენ.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ასევე, მეორე პაციენტის შესახებაც ისაუბრა, მისი თქმით. პაციენტების ჰქონდა უამრავი თანმხლები დაავადება  და კლნიკაში შეყვანისთანავე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდებოდა უკიდურესად მძიმედ.

„კლინიკაში შემოყავნისთანავე ქალბატონში დაფიქსირდა pH, რომელიც იყო სიცოცხლისათვის შეუთავსებელი. ph ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ცხოვრება არ გრძელდება, მაგრამ რამდენიმე საათი მაინც შევძელით პაციენტის სიცოცხლის შენარჩუნება, თუმცა, ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, პაციენტთან დაფისქირდა, სამწუხაროდ, ბიოლოგიური სიკვდილი” – განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ვახო ხუზმიაშვილის თოქ-შოუ „თავისუფალ სირცეში“.

Related Articles

Back to top button
Close