საზოგადოება
ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის გამო რაჭის რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყდა

ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის გამო რაჭის რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყდა. მოვარდნილმა სტიქიამ ღების თემში ხიდები წაიღო.
ამინდის გამო ჯერჯერობით აღდგენითი სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება. ადგილობრივი გამგეობა სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლის, მოსახლეობა კი, დახმარებას ითხოვს.
ონის მუნიციპალიტეტის გამგებელის გიორგი ლობჯანიძის თქმით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და შესაძლებლობისთანავე ისინი შესაბამის სამუშაოებს განახორციელებენ.
rustavi 2