საზოგადოება

ვისი წყალობით მიიღეს ვაჩნაძეებმა კახეთის მამული, რომელსაც ,,სავაჩნაძეო” ეწოდა

,,დღევანდელი გვარების უმრავლესობა მეთოთხმეტე, მეთხუთმეტე საუკუნიდან მომდინარეობს"

გვარის საყოველთაო გავრცელების დროის შესახებ არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოში გვარები მეექვსე საუკუნეში გაჩნდა, უფრო დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი გვარების უმრავლესობა მეთოთხმეტე, მეთხუთმეტე საუკუნიდან მომდინარეობს.

დღეს საქართველოში ყველაზე გავრცელებული გვარებია: ბერიძე, კაპანაძე, გელაშვილი,მაისურაძე და სხვა.

ვაჩნაძეთა გვარი ერთ-ერთ უძველეს გვარადაა მიჩნეული. მეისტორიე მისი წარმოშობის წლად 1286 წელს ასახელებს. წინაპარს ვაჩა რქმევია. ამის მიხედვით იგი ეპონიმურ გვარადაა მიჩნეული. ვაჩნაძეები პირველად ჩანან ხორნაბუჯის (დევ ჭოეთის) მოსახლეებად. მათთვის სუმბატ მეფეს უბოძებია კახეთში ადგილი, რომელსაც ეწოდა სავაჩნაძეო და იქიდან მოყოლებული მოიხსენიება ვაჩნაძეთა გვარიც. ამ გვარიდან გაჩენილა მეორე გვარი, რომლის ფუძემდებელიც გამხდარა ბებური ვაჩნაძე (ბებურიშვილთა გვარის ფუძემდებელი). ვაჩნაძეები გვარის კვალობაზე  იღებენ რა ახალ მამულს, სახელების მიხედვით ქმნიან შესატყვის გვარებს.

ვაჩნაძეები იყვნენ თავადები და ეკავათ სხვადასხვა ადგილი საზოგადოებაში. ამ გვარიდან ისტორიულად ცნობილნი არიან: ასათ, სულა,ივანე,სიათშ,ბებურ,გიორგი,გოშპარ,დავით,დურმიშხან,ალიზბარ,ზალდასტან,თამაზ, ივანე, ნიკოლოზ, ონანა, აილებუყრი, ლუარსაბი, ვარდია, თმანა, ჯავშანა… ზოგიერთმა მათგანმა აწარმოვა ახალი გვარები. ესენია: ბებურიშვილი (ილიას დედა ბებურიშვილის ქალი იყო), ასათაშვილი, ყაპასშვილი, ვარდიაშვილი, ლუარსაბაშვილი, მარჩილაშვილი, გიორგიშვილი, აიდებურიშვილი, თამარაშვილი, ომანიაშვილი, ონანაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close