სამართალი და კრიმინალი

გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების საქმეზე  დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

საქმის პროკურორის თქმით, ინდოეთის ორი მოქალაქე მოზარდებმა და მათმა დედამ ამოიცნეს.

პროკურატურა პატიმრობას, ხოლო დაცვის მახრე თითოეულისთვის სამი ათას ლარიან გირაოს ოთხოვდა.

ინდოეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე სამართალდამცავებმა 4 ივლისს დააკავეს

მათ ბრალად წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 138 ე მუხლი, რომელიც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ჩადენილი ძალადობით და ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკთან მიუღწეველთან. ამ მუხლისთვის გათვალისწინებულია 11-დან 15 წლამდე პატიმრობა.

საუბარია ვარკეთილში, ერთი კვირის წინ მომხდარ შემთხვევაზე. როგორც მოზარდების დედა და ასევე მათი ახლობელი აცხადებდა, 4 ბავშვი მეზობელთან სათამაშოდ ადიოდა, ხოლო ამავე სადარბაზოში ქირით მცხოვრებმა ინდოეთის მოქალაქეებმა ბავშვები მოტყუებით სახლში შეიყვანეს, ტანსაცმელი გახადეს და ფოტოები გადაუღეს. ეს ფაქტი კი, როგორც მოზარდის მშობელი აცხადებდა, მას შემდეგ შეიტყვეს რაც ბავშვები სახლში ტირილით დაბრუნდნენ.

პირველი არხი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close