საზოგადოება

ცოტნე გამსახურდია: ფუ, რა სამარცხვინო საზოგადოებაა… ყოველგვარი ორიენტაციისა და ღირებულებების გარეშე

   ცოტნე გამსახურდია რეზო ამაშუკელის სიტყვებს ეხმაურება, რომელიც აცხადებს, რომ აფხაზეთი სამუდამოდ დავკარგეთ და ვერასოდეს დავიბრუნებთ.

“აეს მძორი, რომ ჩაძაღლდება, დიდ დანაკლისად შერაცხავენ მის სიკვდილს, დიდ პოეტად გამოაცხადებენ და ქუჩასაც დაარქმევენ მის სახელს, აგერ ნახავთ.

ამას წინათ მეგობარი მიყვებოდა, თეატრში “თვითმფრინავის ბიჭებზე” იყო სპექტაკლი და წარმატებულად დადგმის გამო მილოცვებს მანანა შევარდნაძე იღებდაო…

ფუ, რა სამარცხვინო საზოგადოებაა… ყოველგვარი ორიენტაციისა და ღირებულებების გარეშე!” – წერს ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში.

რეზო ამაშუკელი “ასავალ-დასავალს” ესაუბრა:

„პირდაპირ ვაცხადებ და არავინ შემედავოს აფხაზეთი სამუდამოდ დავკარგეთ და ვეღარასდროს დავიბრუნებთ! იმიტომ, რომ პუტინი სოხუმში ჩავიდა და დიდი ფულიც ჩაიტანა, ჩვენ კი NATO-ს ტანკებთან ფოტოებს ვიღებთ და ამერიკის დროშას ვაფრიალებთ! აფხაზეთში უკვე აღარ არის ის თაობა, რომელმაც იცოდა რა იყო აფხაზეთი და რა იყო საქართველო! ესმოდა ვინ იყვნენ თვითონ და ვინ ვიყავით ჩვენ, როგორი ძმობა და ურთიერთობა გვქონდა! დღეს აფხაზეთის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სომხები წარმოადგენენ! აფხაზეთი ფაქტობრივად უკვე სომხეთია, აფხაზები თავიანთ უბედურებას მაშინ მიხვდებიან, როცა დიდი იმპერია მათ გენოფონდს მთლიანად ჩაყლაპავს, მაგრამ ვაი, რომ მაშინ უკვე გვიანი იქნება!” – განაცხადა რეზო ამაშუკელმა.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close