საზოგადოება
ჩინური კოსმიური სადგური შეიძლება, საქართველოს დაეცეს
ჩინური კოსმოსური სადგური, ტიანგონგ-1 დედამიწას 30 მარტიდან 3 აპრილამდე პერიოდში დაეცემა. ამის შესახებ on.ge წერს.
ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანახმად, ჩამოვარდნის ზონა ნებისმიერი ადგილი შეიძლება იყო ჩრდილოეთის 43 გრადუსსა და სამხრეთის 43 გრადუსს შორის. ამ ზონაში, პორტუგალიასთან, ესპანეთთან, საფრანგეთსა და საბერძნეთთან ერთად, ხვდება საქართველოც.
სადგური, რომლის სახელიც “სამოთხედ” ითარგმნება, 2011 წელს ამოქმედდა და მან სამ მისიას უმასპინძლა. 2016 წელს ჩინეთის კომოსური სააგენტოს წარმომადგენლებმა სადგურზე კონტროლი დაკარგეს. მას შემდეგ მეცნიერები ობიექტის დაცემის თარიღისა და ადგილის გამოთვლას ცდილობენ.
“თიანგუნ-1“ კოსმოსში 2011 წლის 29 სექტემბერს გაუშვეს. მისი მთავარი ამოცანა ჩინეთის ძლევამოსილების დემონსტრირება იყო.