საზოგადოება

euronews.ge-ს ვიდეო სიუჟეტს თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახური გამოეხმაურა

დღეს, euronews.ge -მ (ჟურნალისტი ზაზა სვანაძე) განახორციელა პირდაპირი ჩართვა ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც არ არის დამონტაჟებული შუქნიშანი და ფეხით მოსიარულეებს ე.წ ზებრა გადასასვლელზე გადასვლის დროს საფრთხე ექმნებათ.

აღნიშნულ ვიდეო სიუჟეტს თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური გამოეხმაურა. ,,ტრანსპორტის საქალაქო სამსახური მოცემულ ქვეითთა გადასასვლელზე შუქნიშნის მონტაჟის მიზანშეწონილობის საკითხს შეისწავლის. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ გზაო მოძრაობის წესების თანახმად, თუ მოძრაობა არ რეგულირდება შუქნიშნით, მძღოლი ვალდებულია ქვეითთა გადასასვლელთან შეამციროს სიჩქარე, რათა საფრთხე არ შეუქმნას ფეხით მოსიარულეებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, გაჩერდეს და გაატაროს ისინი” _ მოგვწერეს მათ. 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close