,,ჩვენ შევდივართ ევროპაში ინფლაციით, გაძვირებული ფასებით და 77 ათასი მოშიმშილე ბავშვით?! ნეტა ვის სჯერა?”
ფონდ “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” გენერალური დირექტორი ლუარა ნიჟარაძე საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ეხმიანება,რომელიც მან საქართველოში საკალათბურთო ევრობის ჩემპიონატის გამართვასთან დაკავშირებით გააკეთა:
.”ევროპა შემოდის ჩვენთან, ჩვენ შევდივართ ევროპაში”-ო. ინფლაციით,გაძვირებული ფასებით და 77 ათასი მოშიმშილე ბავშვით?! ნეტა ვის სჯერა.???
ისე საოცარია, რა ტრაბახი აგვიტყდა ამ ევროპელობაზე…არ ჯობია ძლიერი საქართველო ვიყვიროთ?
არადა ჟვანიამაც ოცდაათი წლის წინ იყვირა ტრიბუნიდან…”მაშასადამე მე ვარ ევროპელიო…”და მაინც უკან მივდივარ უფსკრულისკენ და ევროპელობას ვიჩემებთ.გვეღირსება კი ევროპის ქვეყნებივით საათივით აწყობილი სახელმწიფო სისტემა, სადაც არამარტო საკუთარი მოქალაქეების უფლებებია დაცული, არამედ ემიგრანტების, უცხო ქვეყნის მოქალაქეების უფლებებიცაა დაცული.ევროპაში ოჯახებს არ აქვთ ყოფითი პრობლემები და არ ეშინიათ ცხოვრების, რადგან სახელმწიფო იცავს მათი შრომის უფლებას,გარანტირებულ სამუშაო ადგილს,სათანადო სახელფასო ანაზღაურებას და სახელმწიფო აძლევთ ღირსეული ცხოვრების გარანტიას.დაცულია სიცოცხლისუფლება, უფასო ჯანდაცვა ყველასთვის,მათ შორის არალეგალებად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც,ევროპაში აწყობილია საბანკო სისტემა და მოსახლეობის ანაბრებს და დანაზოგს არავითარი საფრთხე არ ემუქრება,გამყარებული ვალუტა აქვთ რომელიც ეკონომიურ აღმავლობას ეყრდნობა და არ უფასურდება,დაცულია სამართალი და კანონის უზენაესობა,ისჯებიან სახელმწიფო დამნაშავეები და არ არსებობენ პოლიტიკური მაფიები,აწყობილია სოფლები ისე რომ გამართულია სოფლის მეურნეობა,აქვთ ხელშეწყობა,ტექნიკა,შიდა ბაზარი და წარმოება,საუკეთესო ხარისხის ნაწარმი…თავისუფალი, მშვიდი ცხოვრების ,დასვენების საშუალება.
ჩვენ კიდევ ვტრაბახობთ ევროპა,ევროპაო და ქვეყანა უფსკრულში მიგვყავს!” – აცხადებს ლუარა ნიჟარაძე, რომელიც 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდა იტალიაში და ზედმიწევნით კარგად იცნობს ნამდვილ ევროპას.
ის ლარის კურსის კატასტროფულ ვარდნასაც შეეხო: “არ მინდა ვინმე ვაკრიტიკო, მაგრამ როგორ გინდა გაჩუმდე.ლარის გაუფასურება ტურიზმის ნაკლებობას დააბრალეს…ნუთუ ჩვენი ეკონომიკა მხოლოდ
ტურიზმზეა დამოკიდებული?! დავქცეულვართ ლარის გამყარების სხვა ბერკეტები თუ არ გაგვაჩნია! .არადა მილიარდები ტრიალებს ქვეყანაში,მაგრამ სახელმწიფოს გვერდის ავლით…მოხუცი პენსიონერებიც კი ამჩნევენ რომ მაფიოზური ქვეყანა ვართ…”