საზოგადოება

,,თქვენ ყველაფრის ღირსი ხართ, გულისამრევო ხელისუფლებავ _ ღაბაბი და თავი გეზრდებათ, სამარცხვინოებო!”

რუსუდან შარაძე, გურამ შარაძის ქალიშვილი:

_ როგორ ბედავთ პოსტების წერას და კრიტიკასო, გესმით? ყველა მხრიდან, ქვეყანას ანგრევენ და კიდევ აქეთ იმუქრებიან ეს ნაძირლები. დიდი ბოდიში რა, თუ აღვშფოთდით ,,ქართული საზოგადოება“!
ბოლოს და ბოლოს, არის თუ არა ეს სახელმწიფო? გვყავს თუ არა პატრონი? კანონობს თუ არა კანონი?
არამზადების გაცოცხლებისთვის და მკვლელებისთვის ხელის დაფარებისთვის, თქვენ ყველაფრის ღირსი ხართ, გულისამრევო ხელისუფლებავ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენც, ხალხიც, ყველაფერს ვიმსახურებთ, რადგან ამდენს ვითმენთ და პინგპონკის თამაშივით, აქეთ-იქით ვიყურებით ამდენი წელია. თქვენ კიდევ ღაბაბი და თავი გეზრდებათ, ესაა თქვენი ერთადერთი მისია, სამარცხვინოებო!
იღონეთ რამე, თორემ პირველი, ვის სისხლსაც დალევენ არამზადები, ეს თქვენ იქნებით! ჩვენ რა გვაქვს დასაკარგი, ყველაფერი წაიღეს, სული ამოგვხადეს ნახევარ საქართველოს.

Related Articles

Back to top button
Close